Страницы

понедельник, 3 февраля 2014 г.

< < <
თბილისის N 155 საჯარო სკოლის ბაზაზე 2013 წლიდან  ფუნქციონირებს ეკო–კლუბი. კლუბში გაერთიანებულია 8–9 კლასის მოსწავლეები. ვიკრიბებით შაბათობით 11.00 საათზე. დასწრება თავისუფალია  :)

ჩვენი შეხვედრის მიზანია მარტივი ექსპერიმენტების დახმარებით  გავზარდოთ მოსწავლეებში ინტერესი საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ. ისინი თვითონ ატარებენ ცდებს, გამოთქვამენ ჰიპოთეზებს და ცდილობენ დაამტკიცონ თავიანთი ჰიპოთეზის სისწორე.

კლუბში მუშაობის წესები:
.  თავს ვიკავებთ სხვების შეფასებისგან;
• გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება;
• როდესაც ერთი საუბრობს, დანარჩენი უსმენს;
• პატივს ვცემთ სხვების აზრს;
• ვთიშავთ ტელეფონებს;
• ვიცავთ პუნქტუალურობას.
• ვიცავთ ლაბორატორიაში მუშაობის წესებს.

კლუბის მუშაობისათვის მინდა მადლობა გამოვთქვა ჩემი სკოლის ადმინისტრაციის და  ფონდ "პარტნიორები პოლონეთიდან" და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის მიმართ ასეთი საინტერესო იდეის და "ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილების" მოდულების შემოთავაზებისთვის.